ბათუმში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, ბათუმში25 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწყობილი ახალი რეკრეაციული სივრცე გახსნა. სკვერი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე ნაძვნარში მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან ერთად, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად გაგრძელდეს ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე.

„პროექტის ფარგლებში დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო გარე განათების ქსელი და სანიაღვრე არხები. ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, ფანჩატურები და სავარჯიშო სივრცეები, აგრეთვე აშენდა სპორტული მოედანი.

ახალი სკვერი ქმნის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას რეგიონში.

ახალი რეკრეაციული სივრცე, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა დაათვალიერეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები