ჩემპიონთა ლიგის მატჩზე რუსებმა ე.წ. „ნოვოროსიის“ დროშა გამოფინეს

 

   ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში მოსკოვის „ცსკა“-ს და „მანჩესტერ სიტი“-ს შორის, სტადიონ „არენა ხიმკი“-ზე რუსმა გულშემატკივრებმა ე.წ. „ნოვოროსიის“ დროშა გამოფინეს.
შეგახსენებთ მატჩი ოფიციალურად სრულიად ცარიელი ტრიბუნების ფონზე უნდა გამართულიყო. როგორც წესი ასეთ შემთხვევებში მატჩს მხოლოდ სტადიონის მომსახურე პერსონალი და კლუბის წარმომადგენლები ესწრებიან. სავარაუდოდ ამ პროვოკაციული აქციის შექმნელებიც სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნებიან. მატჩი ამ წუთებში ფრედ 2:2 დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები