ელისო ბოლქვაძე უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის, ბალაშ ჰანკოს მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების, საჯარო ადმინისტრაციისა და რეგიონული განვითარების მინისტრებს შეხვდა. ასევე შეხვედრები გამართა უნგრეთის ეროვნული თეატრისა და ფილარმონიის ხელმძღვანელებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
“სამუშაო შეხვედრებზე საქართველო-უნგრეთს შორის, კულტურულ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონულ დონეზე კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე სამომავლო გეგმები განიხილეს.
მომავალი წლისთვის, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბუდაპეშტის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა და ბათუმის თოჯინების თეატრის გასტროლები დაიგეგმა,”- წერია ინფორმაციაში.