შარმანაშვილი – მაკრონზე: აშშ-ის ელჩის უწყინარი განცხადებაც კი ვენის კონვენციის დარღვევად და საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნია, საფრანგეთის წინა ელჩი კი პირდაპირ ერეოდა ჩვენს საშინაო საქმეებში

“საფრანგეთის პრეზიდენტის რეაქცია გასაგები იყო. ერთი შეხედვით თითქოს უწყინარი განცხადებაც კი ჩათვალა, რომ ვენის კონვენციის დარღვევა იყო და საშინაო საქმეებში ჩარევა”, – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ემანუელ მაკრონის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკის ელჩს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

“საფრანგეთის წინა ელჩი პირდაპირ ერეოდა საშინაო საქმეებში, აფინანსებდა, გამოყოფდა გრანტებს რადიკალური ჯგუფებისთვის საქართველოში, ხვდებოდა მათ, წაახალისებდა და წამახალისებელ განცხადებებს აკეთებდა. მასშტაბები ნახეთ. მთავარი არის ჩვენი განწყობა, რომ ჩვენ არ ვართ დაბალი ღობე”, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები