ტრამპი 23 სექტემბერს ზელენსკის შეხვდება

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ნიუ-იორკში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80-ე სესიას დაესწრება, სადაც სამშაბათს, 23 სექტემბერს, მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვა.

„პრეზიდენტი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან და უკრაინის, არგენტინისა და ევროკავშირის ლიდერებთან“, – დასძინა მან.

მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80-ე სესიის მაღალი დონის კვირას დაესწრება, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართება.

თავად ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრის დროს მას სურს მიიღოს სიგნალები იმის შესახებ, „რამდენად ახლოს ვართ იმის გაგებასთან, რომ ყველა პარტნიორისგან უსაფრთხოების გარანტიები იქნება ის, რაც გვჭირდება“, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები