თამარ ტალიაშვილი: საქართველოს პრეზიდენტი ხვალ დონალდ ტრამპის მიწვევითა და მასპინძლობით ოფიციალურ ვახშამს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ დონალდ ტრამპის მიწვევითა და მასპინძლობით ოფიციალურ ვახშამს დაესწრება, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აშშ-ში თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გაეროში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ტრიბუნას რამდენიმე დღეში დაიკავებს და ფართო საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

„ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის დატვირთულია ძალიან მაღალი რანგის შეხვედრებით და ასევე, პანელური დისკუსიებით. ტრიბუნას რამდენიმე დღეში დაიკავებს საქართველოს პრეზიდენტი და მიმართავს ფართო საზოგადოებას.

აქვე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ხვალ, საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიწვევითა და მასპინძლობით დაესწრება ოფიციალურ ვახშამს, მიღებას და მთლიანობაში ეს კვირა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მთავარი სიტყვები ამ კვირის განმავლობაში იქნება „მშვიდობა, წესრიგი და სტაბილურობა“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები