აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საზღვრების გახსნა გადადო
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული სპეციალური კარანტინის რეჟიმი გაახანგრძლივა და ის 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა,- შესაბამის ბრძანებულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.
მთავრობის გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ საზღვრის დაკეტვამ ქვეყანა „ძალიან სერიოზული კატასტროფებისგან“ იხსნა.
აზერბაიჯანში შესვლა ამჟამად მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. თუმცა, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს ქვეყნის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ. საზღვარი სატვირთო გადაზიდვებისთვის ღიაა.