„ვნუკოვოს“ კატასტროფასთან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავეს

     რია ნოვოსტის ინფორმაციით, ტოტალის ხელმძღვანელის კრისტოფე დე მარჟერის სიკვდილში ეჭვმიტანილი „ვნუკოვოს“ რიგითი თანამშრმელი აღმოჩნდა, ამის მიუხედავად გამოძიება გრძელდება და არ გამორიცხავს ახალი ეჭვმიტანილების აღმოჩენას. ჯერ-ჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით ეჭვმიტანილი თოვლგამწმენდი მანქანის მძღოლი ვლადიმერი მარტინენკოა. აფრენისას თვითმფრინავი სწორედ მის ავტომობილს შეეჯახა, რის შემდეგაც „ფალკონი“ ამობრუნდა და აფეთქდა. გამოძიების თანახმად, მძღოლი სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, მაგრამ მისი ადვოკატის თქმით, მარტინენკო ჯანმრთელობის პრობლემების გამო საერთოდ არ სვამს. მძღოლი თავს დამნაშავედ არ გრძნობს.
ინციდენტს სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტი ფრანგი ექსპერტების დახმარებით გამოიძიებს. რუსეთის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი პირობას დებს, რომ რუსეთის მთავრობა ავიაკატასტროფის სწრაფი გამოძიებისათვის ყველაფერს გააკეთებს.
გამოძიების თანახმად თოვლგამწმენდი მანქანის მძღოლი 48 საათით დააკავეს, მისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. ეჭვმიტანილის ადვოკატი ალექსანდრე კარაბანოვი ალკოჰოლზე ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. ეჭვმიტანილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები