არჩილ გორდულაძე: საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც გაერო-ში ტრიბუნას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენებს

,,საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც გაერო-ში ტრიბუნას ქვეყნის საჭირო საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენებს, მის იმ გზავნილებს დაველოდოთ, რომელიც უმაღლესი ტრიბუნიდან გაჟღერდება”,- ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნისთვის აუცილებელ საკითხებზე ისაუბრებს.

„პრეზიდენტი, მისი ღირსებიდან, პიროვნული თვისებებიდან, პატრიოტიზმიდან და ამ ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე იმ საკითხებზე ისაუბრებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები