„სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობის“, სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ახლა გადაპორტირებულია „ლელოში” – გორდულაძე
„სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“, სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ახლა გადაპორტირებულია „ლელოში“, – ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, სალომე სამადაშვილის მიმართ გაცემული დავალებაა, რომ „ლელოელი“ „ნაცები“ ძველ „ნაცებს“ გაემიჯნონ და მხარდაჭერის მოპოვება სცადონ”.
“მისი განცხადებები გასაგებია, რადგან მის მიმართ გაცემული დავალებაა, რომ „ლელოელი“ „ნაცები“ ძველ „ნაცებს“ გაემიჯნონ, ახალი ისტორია შექმნან და მხარდაჭერის მოპოვება სცადონ. მათ მხარდაჭერა როგორ უნდა ჰქონდეთ? ისინი კიდევ ერთ უარს 4 ოქტომბერს მოისმენენ“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
„ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს“.