დიდი ბრიტანეთის მიერ პალესტინის აღიარება “ჰამასმა” გამარჯვებად გამოაცხადა

„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, მაჰმუდ მარდავიმ დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება პალესტინელების უფლებების გამარჯვებად შეაფასა.

„ეს მოვლენები წარმოადგენს პალესტინის უფლებებისა და ჩვენი საქმის სამართლიანობის გამარჯვებას და ნათელ სიგნალს აგზავნის იმის შესახებ, რომ, რაც  უნდა შორსაც უნდა წავიდეს ოკუპაცია თავის დანაშაულებში, ის ვერასდროს შეძლებს ჩვენი ეროვნული უფლებების წაშლას“, – განაცხადა მაჰმუდ მარდავიმ.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ირწმუნებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება “ჰამასისთვის” ჯილდოს არ წარმოადგენს.

“ღაზაში ადამიანის მიერ შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი ახალ სიღრმეს აღწევს. ისრაელის მთავრობის მიერ ღაზას სექტორის დაუნდობელი და მზარდი დაბომბვა, ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელებული შეტევა, შიმშილი და განადგურება სრულიად აუტანელია. ეს სიკვდილი და ნგრევა ყველას გვაშინებს და უნდა დასრულდეს.

ასევე, “ჰამასი” სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციაა. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ სახელმწიფოს აღიარება არ არის ჯილდო “ჰამასისთვის”, – განაცხადა სტარმერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები