ფილიპინებში ტაიფუნ „რაგასა“-ს მოახლოების გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

ფილიპინების ჩრდილოეთში, ტაიფუნ „რაგასა“-ს მოახლოების გამო, ათასობით ადამიანი უსაფრთხო თავშესაფრებში გადაიყვანეს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარიშხალი ძლიერ ნალექს, ქარიშხლის და მეწყრის საფრთხეს გამოიწვევს,- ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მხოლოდ კაგაიანის პროვინციაში 8 ათასზე მეტი ადამიანი უკვე ევაკუირებულია, აპაიაოში კი – 1,200-ზე მეტი. ჯამში, დაახლოებით 10 ათას მოქალაქეს მოუწია საცხოვრებელი ადგილების დატოვება.

ტაიფუნის მოსვლამდე, პრევენციის მიზნით, ჩრდილოეთ ლუსონის ათეულობით პროვინციაში შეჩერებულია სასწავლო პროცესი და შეზღუდულია სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობა.

მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, „რაგასა“ მიმდინარე სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. მათივე ცნობით, რაგასა „სიცოცხლისთვის საშიში შტორმის მაღალი რისკის“ მატარებელია, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 3 მეტრს გადააჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები