ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სირბილში სპორტული მარათონი გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული მარათონი სირბილში გაიმართა. ინფორმაციას, ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის 160-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
,,მარათონის პარალელურად გაიმართა შეჯიბრებები გირის აწევასა და მკლავჭიდში, სადაც საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც გოგონებს, ისე ვაჟებს სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულები შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის სხვადასხვა სახეობაში მათი ჩართულობის გაზრდა”,- წერია ინფორმაციაში.