პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, აშშ-ში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტს აფასებს.
„საგანგებოდ მაღალი დონეა და არის სერიოზული შეხვედრების, გასაუბრებების ფართო ასპარეზი, როდესაც, მით უმეტეს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ საზეიმო შეხვედრაზე მიდიხარ. დარწმუნებული ვარ, დელეგაცია მაღალ დონეზეა მომზადებული და საქართველოს შესახებ კიდევ ბევრ ახალს გაიგებენ გაერო-ს ტრიბუნიდან“, – ამბობს ვოლსკი.
მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ დაიწყო და 26 სექტემბერს დასრულდება.