“ხელისუფლების ამბიციური გეგმაა, რომ საქართველო TOP3 ქვეყანაში შევიდეს კორუფციის სიმცირის კუთხით” – ლევან მაჭავარიანი

“რა თქმა უნდა, გრძელდება კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც ბატონმა პრემიერმა დააანონსა, როგორც კი ბატონი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდა”, – ამის შესახებ, მმართველი გუნდის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, ხელისუფლების ამბიციური გეგმაა, რომ საქართველო TOP3 ქვეყანაში შევიდეს კორუფციის სიმცირის კუთხით.

“ამისთვის შეიქმნა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი; ამისთვის გაძლიერდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ბატონი გაბიტაშვილი გადავიდა ხელმძღვანელად; ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება და ეს კანონი ერთ-ერთი მექანიზმია იმისთვის, რომ კორუფცია დავამარცხოთ საქართველოში”, – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები