წაღვერის კულტურის სახლში გაიმართა სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატი „ქართულ ლიგაში“

წაღვერის კულტურის სახლში გაიმართა სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატი „ქართულ ლიგაში “, რომელშიც რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის 6 გუნდი მონაწილეობდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველი ადგილი ახალქალაქის გუნდმა – “ძველმა თბილისმა” დაიკავა.

“მეორე ადგილი – ნინოწმინდის გუნდმა “მიმინომ”

მესამე ადგილი კი – ბორჯომის გუნდმა “სამკურნალომ”.

მონაწილეები ჟიურიმ შეაფასა.

ფესტივალს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები