დავით შერაზადიშვილი: გილოცავთ დმანისობას – დღესასწაულს, რომელიც აერთიანებს ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და თანამედროვეობას

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი – დავით შერაზადიშვილი დმანისში სახალხო დღესასწაულს „დანისობა-2025“ დაესწრო და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ დმანისობას – დღესასწაულს, რომელიც აერთიანებს ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და თანამედროვეობას. დმანისი უნიკალური ადგილია, სადაც ქართული კულტურის სიდიადე და მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენები ერთიანდება.

თითოეულ დმანისელს გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და მშვიდობას!“, – აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ მრავალფეროვან კულტურულ, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში. მოეწყო ეთნო-გასტრონომიული კუთხეები, ადგილობრივ მეწარმეთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

გაიმართა საპატიო დმანისელებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია, ასევე, გაიხსნა ჯუმბერ კოპალიანის ვარსკვლავი.

სახალხო დღესასწაულს განსაკუთრებული ელფერი შესძინა „ქართული ხმების“ კონცერტმა.

სახალხო დღესასწაულს ესწრებოდნენ და მოსახლეობას მიულოცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა – გივი მიქანაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა – ილია ჯალაღანიამ, დელეგატმა – დავით შერაზადიშვილმა და მერმა – კობა მურადაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები