შსს-მ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაბა ურეკში მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1998 წელს დაბადებული გ.თ. დააკავეს.

უწყებიის ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ, მოწმის სახით გამოკითხვისას, ცრუ ჩვენება მისცა მძიმე დანაშაულზე „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის საქმეზე. გ.თ-ს ჩვენება სრულად განსხვავდებოდა მისი წინა ჩვენებებისგან.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.თ. დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები