საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა – მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

მიხეილ ყაველაშვილი, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს 21-26 სექტემბერს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები