ტრამპი 25 სექტემბერს თეთრ სახლში ერდოღანს უმასპინძლებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 25 სექტემბერს, თეთრ სახლში თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უმასპინძლებს.

„მოხარული ვარ, 25 სექტემბერს თეთრ სახლში ვუმასპინძლო თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. პრეზიდენტთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ მრავალ სავაჭრო და სამხედრო შეთანხმებაზე, მათ შორის, Boeing-ის თვითმფრინავების ფართომასშტაბურ შესყიდვაზე, F-16-ის დიდ შეთანხმებასა და F-35-თან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, რომლის პოზიტიური დასასრულის იმედი გვაქვს“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მანვე დასძინა, რომ ერდოღანთან მას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

„პრეზიდენტ ერდოღანს და მე ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები