სენატმა მაიკ უოლცი გაეროში აშშ-ის ელჩად დაამტკიცა

სენატმა მაიკ უოლცი გაეროში აშშ-ის ელჩად დაამტკიცა, რითაც რვათვიანი დაგვიანებისა და წინა კანდიდატურის მოხსნის შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტში ბოლო ვაკანსია შეავსო.

უოლცისთვის ორპარტიული კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც პროცედურული დაბრკოლების გამო მისი კანდიდატურა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დაუბრუნდა, სადაც ოთხშაბათს ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.

აღნიშნულის გამო, არსებობდა ალბათობა, რომ ის გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის დაწყებამდე თანამდებობაზე ოფიციალურად არ დაინიშნებოდა.

მაიკ უოლცის კანდიდატურას მხარი 47-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 43 სენატორი წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები