სამმა რუსულმა გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

სამმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნატოს წევრი ესტონეთის საჰაერო სივრცე 12 წუთის განმავლობაში დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ესტონეთის მთავრობის განცხადებით, ეს „უპრეცედენტოდ თავხედური“ ინციდენტი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მზარდი დაძაბულობის ფონზე მოხდა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც 9-10 სექტემბრის ღამეს 20-ზე მეტი რუსული დრონი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და რამაც ნატოს თვითმფრინავებს აიძულა ზოგიერთი მათგანი ჩამოეგდოთ, დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა კი განაცხადეს, რომ რუსეთი ალიანსის მზადყოფნასა და სიმტკიცეს ამოწმებს.

ეს ასევე მოხდა რუსეთსა და ბელარუსს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნების „დასავლეთი 2025“ დასრულებიდან სამი დღის შემდეგ, რომელიც მოიცავდა რუსული ბირთვული იარაღის გაშვების რეპეტიციას.

ოფიციალურმა ტალინმა განაცხადა, რომ სამი MiG-31 გამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა და იქ სულ 12 წუთის განმავლობაში დარჩა.

„რუსეთმა წელს უკვე ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია, მაგრამ დღევანდელი დარღვევა, რომლის დროსაც სამი გამანადგურებელი შემოიჭრა ჩვენს საჰაერო სივრცეში, უპრეცედენტოდ თავხედურია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები