ირანი სანქციების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს
ირანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ თეირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და იტოვებს უფლებას, უპასუხოს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„გაეროს უშიშროების საბჭოში ევროკავშირის სამეულის დღევანდელი ნაბიჯი… უკანონო, გაუმართლებელი და პროვოკაციულია და სერიოზულად ძირს უთხრის მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცნობით, თეირანი იტოვებს უფლებას, რომ აღნიშნულზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
უწყება მიიჩნევს, რომ თუ ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები აღდგება, შედეგებზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს და სამ ევროპულ ქვეყანას – საფრანგეთს, გერმანიას და დიდ ბრიტანეთს დაეკისრება.