ბერლინში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ორი ბომბი აღმოაჩინეს
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ორი ბომბი აღმოაჩინეს,- ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ერთი ბომბი მდინარე შპრეეს ფსკერზე, ხოლო მეორე ბომბი – მიტეს რაიონში აღმოაჩინეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბომბები აღმოჩენა ადგილზე პოლიციამ და საბრძოლო მასალის განეიტრალების სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით კორდონი გაავლეს.
შპრეეში აღმოჩენილი ავიაბომბი საფრთხეს წარმოადგენდა, რის გამოც ბერლინის შპანდაუს რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.
როგორც მედია აღნიშნავს, გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბების აღმოჩენა დღემდე ხშირია, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც ინტენსიური დაბომბვები მიმდინარეობდა.