დონეცკმა ეგვიპტისაგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო

 

   დონეცკში შესულია ჰუმანიტარული დახმარება თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობისთვის, რომელიც ეგვიპტის მოქალაქეებმა შეაგროვეს. „ინტერფაქსის“ინფორმაციით, აქციას ემიგრანტი ანჟელიკა სპარანი და მოხალისეების მოძრაობა „ძმების დახმარება“ მართავდნენ.
დონეცკის პრესკონფერენციაზე სპარანმა თქვა, რომ პროდუქტებს კაიროს და შარმ-ალ-შიხის მოსახლეობა აგროვებდა. ჰუმანიტარულ დახმარებაში, რომელიც სულ 1,5 ტონაა, კონსერვი, ხორბალი, საბანი და თეთრეულია შესული.
სპარანის სიტყვებით, მსგავსი აქციები რეგულარულად ჩატარდება. ამის გარდა, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბავშვებისთვის ეგვიპტეში გამაჯანსაღებელი ტურები იგეგმება.
პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი დახმარების საჭირო ნივთები დონბასმა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, შვეიცარიიდან და რუსეთიდან მიიღო. რუსეთმა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სამი კოლონა გაუგზავნა. პირველი 22 აგვისტოს ჩავიდა ლუგანსკში, მეორე -13 სექტემბერს, ბოლო ჰუმანიტარულმა დახმარებამ კი დონეცკში 20 სექტემბერს ჩააღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები