„მერაბიშვილის ბრალეულობაში ეჭვი ნამდვილად არავის ეპარება“

  არ აქვს მნიშვნელობა, პიროვნებები რა თანამდებობაზე იმყოფებოდნენ, ყველა კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს – ასე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ფაქტს.
კალაძის შეფასებით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, სადაც კანონი ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას.
„სასამართლო დამოუკიდებელია, მერაბიშვილის ბრალეულობაში ეჭვი ნამდვილად არავის ეპარება. თუმცა, ჩვენ ყველანი ველოდებით, როგორ დასრულდება გამოძიება. სხვა მიმართულებითაც მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის 26 მაისის თემა, გირგვლიანის საქმე. ვფიქრობ, სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც ქვეყანაში დაწყებულია, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, სადაც კანონი ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას. არ აქვს მნიშვნელობა, პიროვნებები რა თანამდებობაზე იმყოფებოდნენ, ყველა კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს“, -განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები