,,ახალი და უახლესი ქართული მხატვრობა” – ხელოვნების სასახლე გამოფენას უმასპინძლებს

25 დეკემბერს, 19.00 საათზე, ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში გაიმართება გამოფენა – “ახალი და უახლესი ქართული მხატვრობა”.

ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, გამოფენა ეძღვნება ხელოვნების სასახლის დამაარსებლის დავით არსენიშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ბოლო 10 წელიწადში ხელოვნების სასახლის მიერ შეგროვებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც ახალი და უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიას ასახავს. გამოფენაზე ასევე მოხდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაბეჭდილი ლ.ჭიჭინაძის წიგნის “დიმიტრი თავაძე” და გ.კალანდიას მიერ შედგენილი კატალოგის “ხელოვნების სასახლე” პრეზენტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები