უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე – იგეგმება კანონის შემუშავება, რომელიც ომის დროს ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას გულისხმობს და ის ერთჯერადად ამოქმედდება

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესახებ სპეციალური კანონი იქნება მიღებული, რომელიც მხოლოდ ერთხელ ამოქმედდება.

სტეფანჩუკმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს არჩევნების შესახებ კანონპროექტს შეიმუშავებს.

“ეს არის პროფესიონალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს დოკუმენტს, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს ჩაატაროს არა მხოლოდ არჩევნები, არამედ უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც მთელი მსოფლიო ენდობა”,- განაცხადა მან.

ჯგუფს უხელმძღვანელებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ალექსანდრ კორნიენკო. მასში შევლენ ყველა ფრაქციისა და საპარლამენტო ჯგუფის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები