“ხალხი უკვე ხვდება, რომ ბრიუსელი პირდაპირ ძალისმიერ პოლიტიკაზეა გადასული; ამერიკის სტრატეგიაში წერია, რომ ბრიუსელმა ნებისმიერ ევროპულ ღირებულებას გადაუხვია” – მაჭარაშვილი
“ხალხი უკვე ხვდება, რომ ბრიუსელი პირდაპირ ძალისმიერ პოლიტიკაზეა გადასული. სამწუხაროდ, ეს გასაკვირი არც არის, რადგან თავად ამერიკის სტრატეგიაში წერია, რომ ბრიუსელმა ნებისმიერ ევროპულ ღირებულებას გადაუხვია”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებია, ევრობიუროკრატია პოლიტიკური შანტაჟისთვის ნებისმიერ მექანიზმს იყენებს, კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის დროსაც ასე იყო.
“მათივე ინსტიტუტების მიერ აღიარებულია, რომ საქართველო ყველა მაჩვენებლით პირველ ხუთეულშია ან პირველ ოცეულში. მოლდოვა და უკრაინა კი, ყველა მაჩვენებელში საქართველოზე უკან არიან. ახლა საუბრობენ, რომ შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეექმნას. ხალხი უკვე ხვდება, რომ ბრიუსელი პირდაპირ ძალისმიერ პოლიტიკაზეა გადასული. სამწუხაროდ, ეს გასაკვირი არც არის, რადგან თავად ამერიკის სტრატეგიაში წერია, რომ ბრიუსელმა ნებისმიერ ევროპულ ღირებულებას გადაუხვია. სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოსთან მიმართებით შანტაჟის მექანიზმად აქვთ ეს ვიზალიბერალიზაცია. ვიზალიბერალიზაციისთვის სუვერენიტეტსა და ტრადიციებს არავინ დათმობს. პირიქით, ეს ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.