მედია: წარმატებული სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ, დონალდ ტრამპი მეფე ჩარლზს თეთრ სახლში მიიწვევს

თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ფანტასტიკური“ მეორე სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ, მეფე ჩარლზის ამერიკაში მიწვევის გეგმებს ამზადებს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ ტრამპს სურს, ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მეფეს წამყვანი როლი მიანიჭოს.

ისტორიული წლისთავის აღსანიშნავად, მასშტაბური სამეფო ვიზიტისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

The Independent-ის ცნობით, პრინცი უილიამი მზადაა, მამამისის ნაცვლად დაესწროს ღონისძიებას, თუ მეფე ჩარლზის გრაფიკი თავად ამის საშუალებას არ მისცემთ.

შეგახსენებთ, ღონისძიება მომავალ წელს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები