პუტინმა და პოროშენკომ გაზის საკითხი განიხილეს

  პუტინმა და პოროშენკომ გაზის საკითხი განიხილესრუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვლადიმერ პუტინმა და პეტრე პოროშენკომ გაზის საკითხი განიხილეს, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
„მილანში სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებების შედეგების გათვალისწინებით, გაზის სფეროში ურთიერთქმედებების შესახებ მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს“, – ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, პუტინმა და პოროშენკომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ პუტინის და პოროშენკოს ბოლო ორმხრივი შეხვედრა მილანში, „აზია-ევროპის“ ფორუმის მიმდინარეობისას გაიმართა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. მოლაპარაკებების შედეგად, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას არაფერს, მათ შორის გაზს, ვალზე არ მიაწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები