გიორგი კახიანი – ოპოზიციაზე: ვურჩევდი, რომ შეეცადონ ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში მიიღონ მხარდაჭერა და ნუ ეძებენ მხარდაჭერას ქვეყნის გარეთ
„ნაცვლად იმისა, რომ ლელოს წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებოდნენ და მათი მხარდაჭერის მიღებას ცდილობდნენ, დადიან ბრიუსელში თავიანთ პატრონებთან და მათთან კოორდინაციას, ახალი დავალებების მიღებას ცდილობენ,“ – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
„მე მათ ვურჩევდი, რომ შეეცადონ ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში მიიღონ მხარდაჭერა და ნუ ეძებენ მხარდაჭერას ქვეყნის გარეთ, რადგან მოსახლეობის პოზიციაა გადამწყვეტი“, – აღნიშნა კახიანმა.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, „ლელოს“ ლიდერები ბრიუსელში იმყოფებიან.