ხვიჩია – ოპოზიციაზე: მოლოდინები მაქვს, რომ ბევრ ადამიანს შეცდომაში შეიყვანენ და არჩევნებში არ მიაღებინებენ მონაწილეობას
“რა მოხდება 4 ოქტომბერს განსხვავებული, ამაზე დიდი მოლოდინები არ მაქვს”, – ამის შესახებ, პარტია “გირჩის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
“მე, უბრალოდ, ბევრი ასეთი თარიღი მინახავს და მერე ისიც, თუ როგორ “შაგაობით” იშლებოდა ხალხი თბილისის ქუჩებში. ამიტომ, როგორ გითხრათ, ამას ვარ შეჩვეული. რა მოხდება 4 ოქტომბერს განსხვავებული, ამაზე დიდი მოლოდინები არ მაქვს. მოლოდინები მაქვს იმის, რომ ბევრ ადამიანს, სამწუხაროდ, შეცდომაში შეიყვანენ და არჩევნებში არ მიაღებინებენ მონაწილეობას,” – აღნიშნა ხვიჩიამ.