რიმა ბერაძე – ოპოზიციაზე: ნაცვლად იმისა, რომ ისინი ხვდებოდნენ მოსახლეობას, აცნობდნენ საარჩევნო პროგრამას, წავიდნენ ბრიუსელში ახალი დავალებების მისაღებად

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილი ვაშინგტონში გაემგზავრა, მეორე ნაწილი ბრიუსელში,“ – ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ განაცხადა.

„ნაცვლად იმისა, რომ ისინი ხვდებოდნენ მოსახლეობას, აცნობდნენ საარჩევნო პროგრამას, წავიდნენ ბრიუსელში რათა მიიღონ ახალი დავალებები რევოლუციასა და არეულობისთვის“, – აღნიშნა ბერაძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშინგტონშია და კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრებს მართავს, „ლელოს“ ლიდერები კი ბრიუსელში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები