დენის სალუქვაძე, ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრს ავი დიხტერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის განვითარების მნიშვნელობაზე. დენის სალუქვაძემ, მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ასევე აღინიშნა, რომ სავაჭრო დინამიკის გაძლიერება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ისე ფერმერთა შესაძლებლობების გაფართოებას.

“მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბატონ ავი დიხტერს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის, ხაზგასმით აღნიშნა, რეგიონში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის შესახებ.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არჩილ გირკელიძე და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე ესწრებოდნენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები