მოსკოვი უკრაინა-რუსეთის საზღვრის კონტროლის შესახებ ეუთოს გადაწყვეტილების დაბლოკვას გეგმავს

 

   ეუთოში რუსეთის წარმომადგენელმა დებატების დროს ვენაში რუსეთის და უკრაინის საზღვრის კონტროლის შესახებ მინსკის შეთანხმების შესრულებაზე კიევის ინიციატივის დაბლოკვის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ დიპლომატიურ წრეებში ერთ-ერთმა წყარომ „ევროპრავდასთან“ საუბარში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ვენაში ეუთოს წევრ-ქვეყნების წარმომადგენლების სხდომა მიმდინარეობს. უკრაინული მხარე ეუთოს დამკვირვებლების მიერ „ATO“-ს ზონაში უკრაინის და რუსეთის საზღვრის მთელი მონაკვეთის კონტროლის წინადადებით გამოვიდა.
დებატების მსვლელობისას, ორგანიზაციის ყველა წევრმა რუსეთის გარდა ამ წინანდადებას მხარი დაუჭირა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს იმას, რომ შენარჩუნდეს მოქმედი მანდატი, რომლის მიხედვით ეუთოს კონტროლი მხოლოდ 2 სასაზღვრო პუნქტში ხორციელდება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ალექსეი მაკეევის თქმით, ფორმალური ხმის მიცემის დროს მანდატის შეცვლა გარანტირებულად დაბლოკილი იქნება. „ეუთოს დამკვირვებლების ყოფნა მხოლოდ 2 პუნქტზე საზღვრის კონტროლის იმიტაციაა. ამ ფორმატის შენარჩუნების დაჟინებული მოთხოვნით, რუსეთი მკაფიოდ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ დეესკალაციით და სიტუაციის უკრაინულ და საერთაშორისო სამართლის ველში დაბრუნებით დაინტერესებული არ არის“, – განაცხადა მაკეევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები