მედია: დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ამ კვირაში ოფიციალურად აპირებს

დიდი ბრიტანეთი მიმდინარე კვირაში ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს,- აღნიშნულის შესახებ გამოცემა The Times-ი იუწყება

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება დაკავშირებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ლონდონის ვიზიტთან და გათვალისწინებულია გლობალური დიპლომატიური კონტექსტის ფონზე.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ადრე განაცხადა, რომ თუ ისრაელი ღაზაში სიტუაციის დარეგულირებისთვის აუცილებელ ნაბიჯებს არ გადადგამდა, ბრიტანეთი შესაბამისი დიპლომატიური ზომების მიღებას განიხილავდა.

ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებამ, რასაც ასევე საფრანგეთი, კანადა და ავსტრალია აპირებენ, შესაძლოა, ექსტრემისტული ორგანიზაცია “ჰამასის” გაძლიერებას შეუწყოს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები