ლატვია ებოლას ვირუსის გამო დასავლეთ აფრიკას 40 000 ევროს გამოუყოფს

   ებოლას ვირუსთან საბრძოლველად ლატვია დასავლეთ აფრიკას 40 000 ევროს გამოუყოფს. შესაბამისი გადაწყვეტილება რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო. ცნობილია, რომ ლატვიაში სასიკვდილო ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ექსპერტების შეფასებით, დაავადების გავრცელების რისკიც დაბალია. ამის მიუხედავად, ქვეყანა ეპიდემიასთან საბრძოლველად მზადაა, – წერს უცხოური პრესა.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას ვირუსის მსხვერპლი 4 555-ს შეადგენს, დაინფიცირდა 9 216 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები