დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დიდ ბრიტანეთს სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრა. ეს მისი მეორე ოფიციალური ვიზიტია ქვეყნის ლიდერის რანგში.

ვიზიტის ფარგლებში ტრამპი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ სტარმერთან და მეფე ჩარლზ III-სთან. დღის წესრიგშია ორმხრივი ურთიერთობები, უსაფრთხოების საკითხები და სავაჭრო შეთანხმებები.

დიდ ბრიტანეთში ყურადღებით აკვირდებიან მოლაპარაკებების შედეგებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ვაშინგტონი და ლონდონი ახალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

პრეზიდენტის ვიზიტი სამდღიანია და მოიცავს როგორც ოფიციალურ მოლაპარაკებებს, ისე კულტურულ ღონისძიებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები