Bloomberg: ფრილანდი კანადის მინისტრის თანამდებობას ტოვებს და უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად ინიშნება
Bloomberg-ის ცნობით, კრისტია ფრილანდი ტრანსპორტისა და შიდა ვაჭრობის მინისტრის თანამდებობას ტოვებს და უკრაინის კრიზისის მოგვარებაში კანადის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას დაიკავებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სამშაბათს, 16 სექტემბერს, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ფრილანდი ამ ახალ თანამდებობას პარლამენტის წევრად დარჩენის პარალელურად დაიკავებს.
კარნიმ დასძინა, რომ ის „უნიკალურად კვალიფიცირებულია“ ამ თანამდებობისთვის, ფინანსთა მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის თანამდებობებზე მისი გამოცდილების გათვალისწინებით.