ერდოღანი: ნეთანიაჰუ იდეოლოგიურად ჰიტლერს ენათესავება
მთელი მსოფლიო ახლა ხედავს, რომ ისრაელი საერთაშორისო წესრიგისთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს. როგორც თურქეთი, ჩვენ ყველაზე მტკიცედ ვაცხადებთ, რომ ჩვენ ჩვენს მოძმე კატარსა და პალესტინელ ხალხს ვუჭერთ მხარს,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და არაბული ლიგის რიგგარეშე ერთობლივ სამიტზე დასწრების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ისრაელი ამძაფრებს ჩაგვრას, მისი ნამდვილი სახე მაშინ იკვეთება.
“ისრაელი რეგიონში უგუნურად აგრძელებს თავის ბანდიტურ მოქმედებებს. ღაზაზე, სირიაზე, ლიბანზე, იემენსა და ირანზე თავდასხმების შემდეგ, ამჯერად მან კატარის ღაზაში სამშვიდობო მოლაპარაკებების მწარმოებელი დელეგაცია დაბომბა.
ნეთანიაჰუ პრაქტიკულად იდეოლოგიურად ჰიტლერს ენათესავება. ისევე, როგორც ჰიტლერმა ვერ განჭვრიტა მისი მოსალოდნელი დამარცხება, ნეთანიაჰუც იგივე ბედისწერას განიცდის“,- განაცხადა პრეზიდენტმა.