ლუქსემბურგი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას აპირებს

ლუქსემბურგის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს,- ამის შესახებ განცხადება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმ ლუქსემბურგის პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღიარება დამოკიდებულია რიგ პირობებზე, მათ შორის რეგიონში პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაზე.

ხელისუფლების თქმით, პალესტინის მხრიდან საჭირო იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ისრაელის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა.

ლუქსემბურგი უკვე წლების განმავლობაში გამოხატავს მხარდაჭერას ორი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ და ევროპელი პარტნიორების მსგავსად, აღიარების საკითხს დიპლომატიური კონტექსტის მიხედვით განიხილავს.

შეგახსენებთ, პალესტინის საკითხზე აქტიური დებატები განახლდა მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები