პალესტინელები ღაზას ტოვებენ(ვიდეო)

ისრაელმა ღამით ღაზას სექტორზე ძლიერი დარტყმები განახორციელა, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი დაადასტურა, რომ ღაზას სექტორში „ძლიერი ოპერაცია“ დაიწყო,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

როგორც მედია აღნიშნავს, ღაზაში ყველაზე მასშტაბური მასობრივი იძულებით გადაადგილების შემთხვევები დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა გასულ თვეში ქალაქზე თავდასხმა დაიწყო.

ისრაელის არმიამ ალ-რაშიდის სანაპირო გზა გაქცევის მსურველი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ერთადერთ დაშვებულ მარშრუტად გამოაცხადა.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზას ქალაქი “ჰამასის” უკანასკნელი მთავარი დასაყრდენია და პირობა დადო, რომ მასზე კონტროლს აიღებს.

იგი აცხადებს, რომ კონფლიქტის „შემდეგ ფაზაში“ გადასვლის პარალელურად, ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევა დაიწყო, რასაც ისრაელი „დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯს“ უწოდებს.

ამ სამხედრო ოპერაციაში, რომლისთვისაც კვირების განმავლობაში ემზადებოდნენ,
როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო ძალები ჩაერთვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები