ვენესუელის პრეზიდენტმა რუბიო „სიკვდილისა და ომის მბრძანებლად“ მოიხსენია
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო „სიკვდილისა და ომის მბრძანებლად“ მოიხსენია. მისი განცხადება ვენესუელასა და შეერთებულ შტატებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე გაკეთდა.
მისივე თქმით, აშშ ვენესუელის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ამზადებს.
მადურომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის „მტრული პოლიტიკა“ მიზნად ისახავს ვენესუელას დესტაბილიზაციას და რეგიონში ომის კერების გაჩენას.
„მარკო რუბიო არის სიკვდილისა და ომის მბრძანებელი, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენს ქვეყანას ზიანი მიაყენოს,“ – განაცხადა ვენესუელის ლიდერმა.
ამასთან, რუბიომ წარსულში არაერთხელ გააკრიტიკა მადუროს მმართველობა და ვენესუელას ხელისუფლებას ნარკოტრაფიკსა და კორუფციაში ადანაშაულებდა.