ამერიკაში პოლიციელებმა აშშ-ს სენატორი დააკავეს (ვიდეო)

შტატ მისურის ქალაქ ფერგიუსონში, სადაც პოლიციელის მიერ უკვე მეორე შავკანიანი მოზარდის მკვლელობას აპროტესტებენ, სენატორი ჯამილა ნაშიდი დააკავეს. პოლიციელების განმარტებით, სენატორი ავტომობილებით სავალ გზაზე მიდიოდა მაშინ, როდესაც პოლიციამ დემონსტრანტებს ამ გზის დატოვება მოსთხოვა. ნაშიდთან ერთად კიდევ ერთი კაცი დააკავეს. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს, სპორტულ ტანსაცმელში ჩაცმულ შავკანიან სენატორ ჯამილა ნაშიდს ხელბორკილები დაადეს. სენატორი ამ დროს გამომწვევად იღიმოდა და გაჰყვიროდა – „სამართალი არ არის“, „მშვიდობა არ არის“. ფერგიუსონის პოლიციის ხელმძღვანელმა ტომ ჯექსონმა განაცხადა, რომ ნაშიდს ბრალს წაუყენებენ, რის შემდეგაც მას სანტ-ენის ციხეში გადაიყვანენ. ციხიდან გამოსვლა მას გირაოს სანაცვლოდ შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ შავკანიანი მოზარდის მკვლელობას სენატორმა რასობრივი შეუწყნარებლობის ნიადაგზე დანაშაული უწოდა. აგვისტოში თეთრკანიანმა პოლიციელმა შავკანიანი მოზარდი მოკლა. სამართალდამცავების თქმით, ახალგაზრდა ბიჭი მათ არ დაემორჩილა და ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.

10744627_854174367956136_620518219_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=WgkxI4KFE8w” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები