სამტრედიაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან თინა ხარძიანთან ერთად, მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
სამტრედიის მერიის ცნობით, დავით ბახტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ განათლება ყოველთვის იყო და მომავალშიც დარჩება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.
,,მან მოსწავლეებს ახალი მიზნებისა და მიღწევებისკენ სწრაფვა უსურვა, პედაგოგებს კი მადლობა გადაუხადა თავიანთი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის.
ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში განხორციელდა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები. აშენდა და რეაბილიტირდა 8 საბავშვო ბაღი და 5 საჯარო სკოლა, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე, უსაფრთხო და კეთილმოწყობილ სასწავლო გარემოს როგორც პატარა ბავშვებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თქმით, განათლებაში ინვესტირება პირდაპირი ინვესტიციაა სამტრედიის მომავლის განვითარებაში, რადგან განათლებული თაობა წარმოადგენს ძლიერი და წარმატებული ქვეყნის საფუძველს”,- წერია ინფორმაციაში.