საფრანგეთი ახალი მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადება
საფრანგეთში, მთელი რიგი სექტორების პროფკავშირები, 10 სექტემბერს გამართული გაფიცვის შემდეგ, ხუთშაბათს, 18 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ გაფიცვას გეგმავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წინა გაფიცვაში თითქმის 200 000 ადამიანი მონაწილეობდა.
როგორც მედია წერს, ამ გზით პროფკავშირები მზარდი სახელმწიფო ვალის ფონზე თავიანთ უთანხმოებას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს მიერ შემოთავაზებული დაზოგვის ზომების მიმართ გამოხატავენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ იძულებული გახდა გადამდგარიყო, ხოლო პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნიუ დანიშნა, რომელიც აქამდე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.