ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალაში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა გაიხსნა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალაში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა გაიხსნა.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი, დავით შერაზადიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ილია ჯალაღონიასთან, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ იამზე სვანიძესთან ერთად ესწრებოდა.