თენგიზ შარმანაშვილი: მთავარი მიზანი არის, რომ საქართველო ჩაითრიონ რუსეთთან სამხედრო ავანტიურაში და აქ გაიხსნას მეორე ფრონტი

,,მთავარი მიზანი არის, რომ საქართველო ჩაითრიონ რუსეთთან სამხედრო ავანტიურაში და აქ გაიხსნას მეორე ფრონტი”,- ამის შესახებ „ქრონიკას“, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

„იმ ფარგლებში, რაც სუსმა განაცხადა, ბოლომდე ალბათ ჯერ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ და განმარტებას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ჩემთვის გასაკვირი არაფერია. მათი ოფიციალური პირები ხმამაღლა აცხადებდნენ იმ დიდ სურვილს, რომ საქართველო ამ ომში ჩართულიყო“, აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-მა უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს საქართველოში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება შემოჰქონდათ.

ასევე, სუს-ის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შესაძლოა, საქართველოში „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეში ფიგურირებდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები