გერმანიაში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში, რაინლანდ-პფალცში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის ცნობით, მსუბუქი თვითმფრინავი თავდაპირველად ღამით გაუჩინარდა,
რადართან კავშირი დაიკარგა და ის დაკარგულად ითვლებოდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა თვითმფრინავი საბოლოოდ დღეს დილით, ფლისემის მახლობლად მდებარე მინდორში, ასაფრენი ბილიკიდან ათ კილომეტრში იპოვა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ არიან გარდაცვლილები და რატომ ჩამოვარდა თვითმფრინავი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები